უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე “ბარსელონამ” შინ “მანჩესტერ იუნაიტედი” 3:0 დაამარცხა და ორი მატჩის ანგარიშით, (4:0) ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
კატალონიელებმა ლეო მესის დუბლითა და ფელიპე კოუტინიოს გოლით გაიმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ “ბლაუგრანა” “კამპ ნოუზე” ჩემპიონთა ლიგის მატჩში ბოლო 6 წელია არ აგებს. “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე სულ 31 შეხვედრა ჩაატარა, 28 მოიგო და ფრე 3-ჯერ ითამაშა.