Belive

ბოლოს როდის მოახერხა აიაქსმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში "აიაქსმა" სტუმრად "იუვენტუსი" 1:2 დაამარცხა და ორი მატჩის შედეგით, (2:3) ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. უნდა აღინიშნოს, რომ ამსტერდამელებმა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/2-ფინალურ ეტაპზე გასვლა 1996/97 წლების სეზონის შემდეგ, პირველად მოახერხეს. საინტერესოა ისიც, რომ "აიაქსი" პირველი გუნდია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ნახევარფინალში გავიდა.    

სხვა სტატიები