Belive

ბონუჩი: "იტალიაში ახალი ეპოქა იწყება"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში, "სკუადრა აძურას" მიერ სომხეთთან შთამბეჭდავი გამარჯვების (9:1) შემდეგ, იტალიური ფეხბურთის ახალი ეპოქის შესახებ ისაუბრა. "სიმართლე გითხრათ, იტალიის ნაკრებში თამაშით ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. შეიძლება ცოტა რისკიანადაც ვითამაშეთ, სამაგიეროდ ვაკონტროლებდით ბურთს და მაღალი კლასის შემტევი, კომბინირებული ფეხბურთი ვაჩვენეთ. ეროვნულ ნაკრებში ახალი ერა იწყება და ჩვენ ამით უბრალოდ უნდა დავტკბეთ. ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ წილისყრის შედეგებს დაველოდოთ, რომელიც 30 ნოემბერს გვეცოდინება. ნებისმიერ შემთხვევვაში, რომელ მეტოქესაც არ უნდა შევხვდეთ, საუკეთესო კონდიციებში ვიქნებით",-თქვა იტალიის ნაკრების კაპიტანმა. აღნიშნულ შეხვედრაში იტალიის ნაკრებმა პირადი რეკორდი გაიმეორა და 1948 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ (9:0 აშშ-სთან) ერთ მატჩში 9 გოლი პირველად გაიტანა.

სხვა სტატიები