Belive

ბონუჩი: "იუვენტუსში ნამდვილი კაცები თამაშობენ" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსმა" მოსკოვში, ჩემპიონთა ლიგაში მძიმე მატჩი მოიგო. მესამე ტურის შეხვედრის 77-ე წუთამდე, "ბებერი ქალბატონი" რუსეთის ვიცე-ჩემპიონ "ლოკომოტივთან" მარცხდებოდა, თუმცა პაულო დიბალას მიერ ორ წუთში შესრულებული დუბლის შემდეგ, გამარჯვების მოპოვება მოახერხა. შეხვედრა "ზებრების" გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ შეაფასა. "მატჩი მარტივად არ დაწყებულა და გოლიც ძალიან იოლად გავუშვით. თუმცა, ჩვენ გვყავს დიდებული გუნდი, შესანიშნავი ფეხბურთელები და ნამდვილი მამაკაცები. შესვენების შემდეგ, საკუთარ თავში აღმოვაჩინეთ საჭირო ძალები და მეორე ტაიმი უფრო აგრესიულად დავიწყეთ. ჩვენს თავებს ვუთხარით, რომ შეგვიძლია და უნდა მოვიგოთ! საბოლოოდ ეს მოვახერხეთ დიბალას დუბლისა და ყველა სხვა ფეხბურთელის სწორი მუშაობის ხარჯზე. "იუვენტუსი" დიდებული გუნდია და როგორც მას შეეფერება, აქვს სია მთელი რიგი იმ ფეხბურთელებისა, რომლებმაც ზუსტად იციან თავიანთი ამოცანა და ის, თუ რა უნდა გააკეთონ მოედანზე. ასეთი სირთულის მატჩებს სწორედ ისეთი ფეხბურთელების უნარ-ჩვევები იგებს, როგორებიც რონალდუ, დიბალა, იგუაინი და ბერნარდესკი არიან და მათ დღეს ეს დაამტკიცეს",-თქვა იტალიელმა უკანახაზელმა. "ბიანკონერი" 7 ქულით D ჯგუფის სათავეშია, საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" კი მესამე ადგილზე.

სხვა სტატიები