Belive

ბონუჩი - მინდა შვილებს განსაკუთრებული საჩუქარი გავუკეთო

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის საფეხბურთო ნაკრების დაცვის ბურჯმა – ლეონარდო ბონუჩიმ განაცხადა, რომ სურს შვილებს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთოს. ბონუჩის მტკიცებით, მის შვილებს მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ასპარეზობა არასდროს უნახავთ და იგი მათი ოცნების ასახდენად ყველა ღონეს იხმარს.

“მინდა ჩემს შვილებს განსაკუთრებული საჩუქარი გავუკეთო. მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის თამაში მათ არასდროს უნახავთ”, – აღნიშნა ბონუჩიმ. As of 2017 Online Casino Free https://clickmiamibeach.com/ Slots, Better than ever with loads of slots, virtual sports and poker.  

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები C-ჯგუფში ასპარეზობდა. იტალიამ უკანასკნელი ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა, რის გამოც ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას პლეი-ოფში შეეცდება, თუმცა ამისათვის ურთულესი გზის გავლა მოუწევს.

მუნდიალზე საასპარეზოდ იტალიელებს ჯერ ჩრდილოეთ მაკედონიის ბარიერის გადალახვა მოუწევთ, რის შემდეგაც თურქეთსა და პორტუგალიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან. ფეხბურთის გულშემატკივრებს უდიდესი ალბათობით, იტალიისა და პორტუგალიის დაპირისპირების ხილვა ელით, რის შემდეგაც ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ფლაგმანი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩება.

სხვა სტატიები