ბონუჩი: რონალდუ ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია

პანდემიის შემდეგ, გუშინ  იტალიაში პირველი საფეხბურთო მატჩი გაიმართა. კოპა იტალიის ეგიდით ნახევარფინალში ერთმანეთს “იუვენტუსი” და “მილანი” დაუპირისპირდნენ.

ხსენებულ შეხვედრაში პორტუგალიელმა სუპერ ვარსკვლავმაპენალტი ვერ გამოიყენა. ამასთან დაკავშირებით ლეონარდო ბონუჩიმ მცირე კომენტარი გააკეთა: “რონალდუ ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ მას დღეს არ გაუმართლა და დონარუმამ აჯობა. ეს არაფერს ცვლის, კრიშტიანუ საუკეთესოა. ჩვენ დღეს ყველაფრის მიუხედავად,  საოცარი რონალდუ და საოცარი “იუვენტუსი. ვიხილეთ”

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა და ფინალში სტუმრად გატანილი გოლის წყალობით (“მილანი” 1:1 “იუვენტუსი”) სწორედ ტურინული გრანდი გავიდა.

(1034)

ბონუჩი: რონალდუ ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია

სტატიის ავტორი
-