Belive

ბორდალასი - რატომ არ იყო მამარდაშვილი ვილიარელთან მატჩის განაცხადში

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 33-ე ტურში "ვალენსია" "ვილიარეალს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. მატჩში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი მამარდაშვილს, რომლის ნაცვლად "ღამურების" კარი იასპერ სილესენმა დაიცვა. თამაშის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა ქართველ მეკარეზე ისაუბრა.
"განსაკუთრებული მიზეზი არ მქონია, გადავწყვიტე, რომ დღეს სილესენს ეთამაშა. შაბათს ერთად ვნახავთ, ვინ დადგება კარში," - ამბობს ბორდალასი.
მიზეზი, რის გამოც მამარდაშვილი განაცხადშიც არ იყო ისაა, რომ "ვალენსიელებს" შემადგენლობაში მეორე გუნდიდან მხოლოდ სამი ფეხბურთელის შეყვანა შეუძლიათ.
"მოგეხსენებათ, რომ B გუნდის მოთამაშეებზე ლიმიტია, ამიტომ, მომიწია, რომ მცველების დასვენების პირობებში, ახალგაზრდები სწორედ უკანახაზიდან დამეყენებინა. სწორედ ამიტომ არ ითამაშა გიორგიმ. გაბრიელ პაულისტა 100%-ით მზად არ იყო და ვერ გავრისკავდით," - თქვა "ღამურების" მთავარმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს "ვალენსიას" სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ელის. ესპანეთის თასის ფინალში ბორდალასის გუნდი "ბეტისს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები