Belive

ბორდო და ანჟერი, შესაძლოა, ლიგა 1-დან მოკვეთონ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ბორდომ'' და ,,ანჟერმა'', შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ში ვეღარ ითამაშონ. Get French Football News-ის ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება მართვის ეროვნულმა დირექტორატმა (DNCG) უკვე მიიღო - ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ფრანგული გუნდების ფინანსურ ანგარიშებს აკონტროლებს. ,,ანჟერის'' შემთხვევაში საქმე ფინანსურ დარღვევებს ეხება, თუმცა გუნდის პრეზიდენტმა, საიდ შაბანმა, განაცხადა, რომ სასჯელზე არ ნერვიულობს, რადგან გადაწყვეტილებაზე გავლენა არარსებულმა დოკუმენტმა იქონია. ,,ანჟერმა'' სასამართლოში აპელაცია უკვე შეიტანა. რაც შეეხება ,,ბორდოს'', DNCG-ის გადაწყვეტილება დაკავშირებულია ამერიკულ კომპანიასთან - King Street-თან, რომელიც გუნდის მფლობელი და სპონსორია. გარდა ამისა, მართვის ეროვნულმა დირექტორატმა გააფრთხილა ,,მარსელი'' და ,,ნანტი'' და შეატყობინა, რომ ორგანიზაცია მათ ხარჯებსა და ხელფასებს მკაცრად გააკონტროლებს.  

სხვა სტატიები