Belive

ბორის ჯონსონი - ჩავატაროთ ევროპის ჩემპიონატი უკრაინაში და არა რუსეთში

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის უკრაინაში ჩატარების ინიციატივით გამოდის. ჯონსონმა აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი გამოთქვა. UEFA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის 3 განაცხადი მიიღო. დიდი ბრიტანეთი და ირლანდია ჩემპიონატის ერთობლივად ჩატარების სურვილით გამოვიდნენ. მასპინძლობის სურვილი გამოთქვა თურქეთმაც, ხოლო რუსეთის განაცხადმა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია.

რუსეთის განცხადებამ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აღაშფოთა. ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის ეს ქმედება სატირის ჩარჩოებს მიღმაა.
"იდეა, რომ რუსეთმა ევროპის ჩემპიონატს ან რაიმე სახის კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლოს, სატირის მიღმაა. არ მჯერა, რომ მათ წინადადებას ვინმე სერიოზულად განიხილავს. უმჯობესი იქნება თუ რუსეთი შეწყვეტს ომს და ჯარს გაიყვანს, რის შემდეგაც ევროპის ჩემპიონატს სწორედ უკრაინა უმასპინძლებს", - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.