Belive

ბორნმუთის და კრისტალ პალასის ფეხბურთელებმა 24 პენალტი დაარტყეს (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ასოციაციის თასის 1/32 ფინალში საინტერესო მატჩი გაიმართა. ერთმანეთს პრემიერლიგიდან დაქვეითებული "ბორნმუთი" და ელიტაში დარჩენილი "კრისტალ პალასი" დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, 11-მეტრიანების სერიაში კი გუნდებმა 24 პენალტი დაარტყეს. საინტერესოა, რომ 10-10 პენალტი ფეხბურთელებმა ზუსტად შეასრულეს, მეორე წრეზე კი "პალასის" ნახევარმცველი ლუკა მილვოევიჩი არაზუსტი აღმოჩნდა და შემდეგ ეტაპზე "ალუბლები" გავიდნენ.

სხვა სტატიები