Belive

ბორუსიას ქომაგები სტადიონზე საკუთარი გამოსახულების მქონე მუყაოს ჭრილებს განათავსებენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული პაუზის შემდეგ გერმანიის ჩემპიონატი განახლდება. როგორც ცნობილია, ბუნდესლიგა 9 მაისს დაიწყება და შეხვედრები დახურულ კარს მიღმა გაიმართება. "მიუნხენგლადბახის" გულშემატკივარმა საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად გამოსავალი მაინც მოძებნა. საშინაო სტადიონის გასავსებლად ბორუსიელთა ქომაგები ტრიბუნებზე საკუთარი გამოსახულების მქონე მუყაოს ჭრილებს განათავსებენ. გერმანული მედიის თანახმად, 2000 ასეთი გამოსახულება ფანებმა უკვე შეიძინეს, 6000 ასეთი გამოსახულება კი მზადდება.

სხვა სტატიები