Belive

Boxing Day - ინგლისური ფეხბურთის დღესასწაული

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

26 დეკემბერი ინგლისური ფეხბურთისთვის სადღესასწაული თარიღია, ამ დღეს ინგლისში Boxing Day-ს ეძახიან. დღეს, 26 დეკემბერს, ინგლისურ დივიზონებში ჯამში 80 შეხვედრა გაიმართება, პირველი შეხვედრა "კრივენ კოტეჯზე" გაიმართება, სადაც "ფულემი" უმასპინძლებს "ვულვზს". საკუთარ შეხვედრას ჩაატარებს 8 დივიზონის უკლებლივ ყველა გუნდი. შესაბამისად ამ დღეს ყოველთვის უამრავი გოლი გადის თუმცა Boxing Day-ს ისტორიაში 1963 წელი გამორჩეული გახლდათ - ამ წელს პრემიერლიგის 10 შეხვედრაში 66 გოლი გავიდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.  

 

სხვა სტატიები