Belive

ბრაითვეითი: "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ფეხბურთელი არ ვარ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ახალწვეული მარტინ ბრაითვეითი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში არსებულ ცხოვრების წესზე საუბრობს.
"მას მერე, რაც სეზონი შეწყდა, სახლში ვვარჯიშობ, მაგრამ არა ისე ინტენსიურად, როგორც ჩვეულებრივ სამუშაო კვირაში. ვინაიდან, არ გვაქვს ჯგუფური ვარჯიშები და კვირის ბოლოს მატჩები. თუმცა, როცა სახლში ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, საკუთარ თავს მეტად ანვითარებ. საკმარისი დრო მაქვს ვიდეოების საყურებლად და სხვადასხვა გუნდების შესასწავლად. ამას ყოველდღე ვაკეთებ. შესანიშნავი სამწვრთნელო შტაბი გვყავს. მე მათ ყოველდღე ვუგზავნი ფოტოებს და ვიდეოებს, რათა დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად ვვარჯიშობ.
გამიმართლა, რადგან ჩემი მეუღლე იდეალური მზარეულია და ისე ვიკვებები, როგორც კლუბში. მას მერე, რაც ეს ყველაფერი დაიწყო, წონაში დავიკელი, კარგ ფორმაში ვარ. ყოველდღიურ რუტინას არ ვარღვევ. იმედი მაქვს ეს ყველაფერი მალე დასრულდება. მართალია ახლობელ ადამიანებთან დროის გატარება კარგია, მაგრამ სახლში ჩაკეტვა მომბეზრდა, მოედანი მენატრება. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ფეხბურთელი არ ვარ",-თქვა დანიელმა ფორვარდმა.
ესპანეთში, საფეხბურთო სეზონი მთავრობის გადაწყვეტილებით გაურკვეველი დროით შეჩერებულია.

სხვა სტატიები