Belive

ბრაითვიეთი: "ბარსელონაში გადმოსვლის შემდეგ, ხალხი განსხვავებულად მიყურებს"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ახალწვეულმა მარტინ ბრაითვეითმა კატალონიურ კლუბში მისი პირველი შთაბეჭდილებების შესახებ ისაუბრა. "როცა "ბარსელონაში" გადმოვედი, ძალიან ვამაყობდი. მაშინ მივხვდი, რომ ამისთვის ბევრი ვიშრომე, ეს ის ფასია, რომელიც ამ კლუბში მოხვედრისთვის გადავიხადე. Ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს იმისთვის, რომ ჩემი კარიერული მიღწევების ნუსხა გავაფართოვო. Ბოლო პერიოდში, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, რადგან ახლა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობ და ხალხი განსხვავებულად მიყურებს. Ადამიანები ჩემს სახეს უფრო მარტივად ცნობენ და უფრო მეტად მაფასებენ", - თქვა დანიელმა ფეხბურთელმა. 28 წლის ფორვარდი "ბლაუგრანამ" მიმდინარე წლის თებერვალში, 18 მილიონ ევროდ მას შემდეგ შეიძინა, რაც საკადრო პრობლემების გამო, ლა ლიგამ გუნდს დამატებითი ტრანსფერის განხორციელების უფლება მისცა. მან "ბარსაში" ჯერჯერობით 3 მატჩის ჩატარება მოასწრო.

სხვა სტატიები