Belive

ბრაიტონის მეკარე სეივების სანაცვლოდ ავსტრალიას დაეხმარა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბრაიტონის" ავსტრალიელი მეკარის შესანიშნავი ინიციატივა. მეტიუ რაიანმა გადაწყვიტა, რომ პრემიერლიგის 22-ე ტურში თითოეულ იფიციალურად გაფორმებულ სეივზე სამშობლოში 500 დოლარი გადარიცხოს. როგორც მოგეხსენებათ, ავსტრალია რამდენიმე თვეა მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. სექტემბრიდან დღემდე სტიქიას 23 ადამიანი ემსხვერპლა, 1500-მდე სახლი განადგურდა.  დაიწვა მილიონობით ჰექტარი ტყის ფართობი. განადგურდა მილიარდამდე ცხოველი. ინგლისის ჩემპიონატის 22-ე ტურში 10 შეხვედრა ჩატარდა. მეკარეებმა ჯამში 63 სეივის შესრულება მოახერხეს, რაც 31 500 დოლარს ნიშნავს. თავად ინიციატივის ავტორმა, მეტიუ რაიანმა "ევერტონთან" მატჩში ბურთი 5-ჯერ მოიგერია.

სხვა სტატიები