ბრაზილია კოპა ამერიკაზე 100 წლის წინანდელი ფორმით იასპარეზებს (ფოტო)

1.40K
ნახვა

მიმდინარე წლის 14 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით ბრაზილიის 5 ქალაქის 6 სტადიონი “კოპა ამერიკას” უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით მასპინძლები სერიოზულად ემზადებიან, როგორც ცნობილი გახდა “პენტაკამპეონები”  კონტინენტის პირველობაზე პირველი ჩემპიონობის 100 წლის აღსანიშნავად კლასიკური, თეთრი ფორმით იასპარეზებენ, იმ ფორმით რომელიც ბრაზილიელებს სწორედ 1919 წელს ეცვათ. მაშინ “კოპა ამერიკა” სწორედ ბრაზილიაში გაიმართა და მასპინძლებმა ფინალში ურუგვაის არტურ ფრიდენრაიხის ერთადერთი გოლის წყალობით სძლიეს. (არტურ ფრიდენრაიხს კარიერაში ჩატარებულ 1229 მატჩში 1329 გოლი აქვს გატანილი, თუმცა ეს სტატისტიკა არაოფიციალურია)

 

(1404)

ბრაზილია კოპა ამერიკაზე 100 წლის წინანდელი ფორმით იასპარეზებს (ფოტო)

სტატიის ავტორი
-