Belive

ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ,,სელესაო'' 8 ოქტომბერს ვენესუელას ესტუმრება, 11-ში - კოლუმბიას, 15-ში კი ურუგვაის უმასპინძლებს.


ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება: მეკარეები - ალისონი (ლივერპული), ედერსონი (მან.სიტი) ვევერტონი (პალმეირასი) მცველები - დანილო (იუვენტუსი), ემერსონი (ტოტენჰემი) ალექს სანდრო (იუვენტუსი), არანა (ატლეტიკო მინეირო), ტიაგო სილვა (ჩელსი), მარკინიოსი (პსჟ), ედერ მილიტაო (რეალი), ლუკაშ ვერისიმუ (ბენფიკა). ნახევარმცველები - კაზემირო (რეალი), ფაბინიო (ლივერპული), ფრედი (მან. იუნაიტედი), ედენილსონი (ინტერნასიონალი), ჟერსონი (მარსელი), ლუკაშ პაკეტა (ლიონი), ევერტონ რიბეირო (ფლამენგო). თავდამსხმელები - ნეიმარი (პსჟ), ანტონი (აიაქსი), რაფინია (ლიდსი), ვინისიუს ჟუნიორი (რეალი), გაბრიელ ჟესუსი (მან. სიტი), გაბი (ფლამენგო) მატეუშ კუნია (ატლეტიკო).

სხვა სტატიები