Belive

ბრაზილიასთან მარცხის შემდეგ ლეო მესიმ მსაჯები გააკრიტიკა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოპა ამერიკის ნახევარფინალურ შეხვედრაში ბრაზილია არგენტინას დაუპირისპირდა. მატჩი ბრაზილიის გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში ლეო მესიმ უკმაყოფილება ვერ დამალა და მსაჯები გააკრიტიკა. არგენტინელი სუპერვარსკვლავის მტკიცებით, მსაჯები ბრაზილიის სასარგებლოდ არაერთხელ შეცდნენ და "ალბისელესტეს" პენალტი არ დაუდეს. განსაკუთრებული უკმაყოფილება ლეო მესიმ არგენტინის კარში გასული მეორე გოლის შესახებ გამოხატა. მესის მტკიცებით, გოლის გაშვებამდე მსაჯს არგენტინისათვის პენალტი უნდა დაედო - თუმცა ეპიზოდი უყურადღებოდ გაატარა და ვიდეო გამეორების სისტემაც (VAR) არ გამოიყენა, რასაც ბრაზილიელთა სწრაფი შეტევა და გოლი მოჰყვა.

ასევე იხილეთ: ბრაზილია 2:0 არგენტინა (მიმოხილვა)

სხვა სტატიები