Belive

ბრაზილიელი მცველი შესაძლოა რონალდუს გზას გაუყვეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარსელოსა და მადრიდის "რეალის" მწვრთნელს ჟულიენ ლოპეტეგს შორის საკმაოდ დიდი უთანხმოებაა, რაც საბოლოო ჯამში ბრაზილიელი მცველის გუნდში დარჩენის საკითს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. საქმე იმდენად სერიოზულადაა, რომ ფლორენტინო პერესი მარსელოს შემცვლელს ეძებს, რომლის ალტერნატივაც მარკოს ალონსოს სახით უკვე არსებობს. 30 წლის ბრაზილიელი მცველის მომავალ კლუბად ტურინის „იუვენტუსი“ მოიაზრება, თუმცა ვინაიდან იტალიური კლუბებისთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დასრულებულია, მარსელო ზამთრამდე გუნდში დარჩება.

სხვა სტატიები