Belive

ბრაზილიელის 4 ვარიანტი - ჰალკი ევროპაში ბრუნდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გამოცდილი ბრაზილიელი თავდამსხმელი ჰალკი, რომელიც ამჟამად ჩინურ "შანხაი სიპიგში" ირიცხება, შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს. უდიდესი ალბათობით, 34 წლის ფორვარდი ჩინურ კლუბს მალე დაემშვიდობება და ახლის ძიების აქტიურ პროცესში იმყოფება. ჰალკს შემოთავაზებები ოთხი სხვადასხვა კლუბებიდან აქვს, ენენია: თურქული "გალათასარაი", პორტუგალიური "პორტუ", ბრაზილიური "სან პაულო" და რუსული "ზენიტია". ამ უკანასკნელში ჰალკი 2012-16 წლებში ირიცხებოდა და ქვეყნის ჩემპიონატის, თასის და სუპერთასის მოგება მოახერხა. "შანხაის" შემადგენლობაში ბრაზილიელმა ლეგიონერმა 4 სეზონის განმავლობაში 140 მატჩი ჩაატარა, 75 გოლი გაიტანა და 54 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჰალკის აქტივში ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებული 48 მატჩი და 11 გოლია.

სხვა სტატიები