Belive

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გოლი უკრაინელებს მიუძღვნა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის მიერ დაწყებული აგრესიის გამო, უკრაინულ გუნდებში მყოფმა ლეგიონერებმა ქვეყანა ომის დაწყებისთანავე დატოვეს. ერთ-ერთი ასეთი ბილია, რომელიც 2022 წლის იანვარში "დნიპრო-1"-ში გადავიდა. 22 წლის ბრაზილიელი რამდენიმე დღის წინ იჯარით "სპორტ რესიფის" შეუერთდა. ახალგაზრდა ვინგერმა პირველ აპრილს გამართულ მნიშვნელოვან მატჩში 92-ე წუთზე გაიტანა და გუნდი "ფორტალეზასთან" წაგებისგან გადაარჩინა (1:1). ბილიმ მატჩის შემდეგ თქვა, რომ გოლს უკრაინელებს უძღვნის.
"ჩემს ლოცვებში ამ გოლზე ღმერთს არაერთხელ ვთხოვე. არ მინდა ვიტირო, მე ქვეყანა ომის გამო დავტოვე. ეს ძალიან რთულია, რადგან საკუთარი სახლებიდან ოცნებებით წამოვედით. ძალიან სამწუხაროა! ღმერთს ამ გოლისთვის ვთხოვდი, რადგან მინდოდა მიმეძღვნა ჩემი თანაგუნდელებისთვისა და ყველა უკრაინელისთვის, რომლებიც ამ რთულ მდგომარეობაში არიან. მადლობა ღმერთს ამ მომენტისთვის," - თქვა ბილიმ.
 

სხვა სტატიები