Belive

ბრაზილიელმა რონალდომ ყველა დროის 4 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, რონალდოს განცხადებით, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში ოთხ საუკეთესო მოთამაშეს შორის აუცილებლად იქნებიან. ბრაზილიელი შემტევი თავად ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ. მის მიერ დასახელებულ საუკეთესო ოთხეულში კი პელე და მარადონა მესისთან და რონალდუსთან ერთად იკავებენ ადგილს. "ჩემთვის ყველა დროის ოთხი საუკეთესო ფებურთელი პელე, მესი, მარადონა და რონალდუ არიან. ისინი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოები არიან", - განაცხადა რონალდომ. ბრაზილიელმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რომელი მოთამაშის გაფორმება ენდომებოდა მას. " ხელშეკრულებას მბაპესთან გავაფორმებდი, ის ყველაზე მეტად მაგონებს საკუთარ თავს და იმდროინდელ სათამაშო პერიოდს", -  განაცხადა მან. მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულმა იმაზეც ისაუბრა, რომ დღემდე მიმდინარეობს განხილვა, თუ ვინ არის ნამდვილი რონალდო, მისი აზრით კრიშტიანუსთვის ეს უკვე მოსაბეზრებელია. "CR7- თვის მოსაბეზრებელია იმის გაგონება, რომ ნამდვილი რონალდო მე ვარ", - განმარტა ბრაზილიელმა. " არ შეიძლება ადამიანების შედარება, რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში იმ მიზანდასახულობისა და წარმატებების გამო დარჩება, რომელსაც მან მიაღწია. ისტორიაში ის ყოველთვის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, როგორც მესი", - ამბობს რონალდო. "რეალისა" და "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი მბაპესა და სამეფო კლუბის თემასაც შეეხო. მისი აზრით, თუ "რეალი" ტრანსფერებში დიდი ინვესტიციების ჩადებას გეგმავს, მათ არჩევანი ახალგაზრდა ფრანგის სასარგებლოდ უნდა გააკეთონ და არა, მაგალითად, 28 წლის ნეიმარისა. ამ არჩევანს რონალდო სამომავლო პერსპექტივით ხსნის. ის თვლის, რომ კლუბმა აქცენტი მომავალზე უნდა გააკეთოს, ხოლო მბაპე ჯერ მხოლოდ 22 წლისაა.

სხვა სტატიები