Belive

ბრაზილიის აუცრელი პრეზიდენტი სტადიონზე არ შეუშვეს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ, სტადიონზე არ შეუშვეს. მიზეზი მისი ანტი-ვაქსერული დამოკიდებულება გახდა. ანტი-ვაქსერობით ცნობილ ბოლსონარუს სანტოსი Vs. გრემიოს მატჩზე დასწრება სურდა, თუმცა კოვიდ-პასპორტის არქონის გამო, სტადიონის თანამშრომლებმა ბრაზილიის პირველ პირს სტადიონზე შესვლის უფლება არ მისცეს.
"რატომ უნდა მქონდეს კოვიდ-პასპორტი? მე უბრალოდ ფეხბურთის ყურება მინდოდა, მე კი მითხრეს, რომ ვაქცინა უნდა გამეკეთებინა. ასე რატომ ხდება? მე იმაზე მეტი ანტისხეულები მაქვს, ვიდრე მას, ვინც ვაქცინაციას ატარებს", - განაცხადა ბოლსონარუმ.
უკანასკნელ პერიოდში, ბრაზილიაში გულშემატკივარს სტადიონზე დასწრების უფლება კვლავ მიეცა. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კლუბების უმეტესობა კოვიდ რეგულაციებს მკაცრად იცავს და შესაბამისად, ტრიბუნაზე მხოლოდ ის ადამიანები ხვდებიან, რომლებსაც COVID-19-ს საწინააღმდეგო ვაქცინა სრულად აქვთ მიღებული. თავის მხრივ, ბოლსონარუს ვაქცინაციის შედეგიანობის არ სჯერა და მეტიც, კოვიდ-რეგულაციებსაც ხშირად არღვევს: სან-პაულოში ვიზიტისას, ბრაზილიის პრეზიდენტს ნიღაბი არ ეკეთა, რის გამოც 500 ბრაზილიური რეალით დაჯარიმდა. აქვე გეტყვით, რომ კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ბრაზილია მსოფლიოში მე-3 ადგილს იკავებს (21,575,820 შემთხვევა), გარდაცვლილთა რაოდენობა კი 601,047-ს აღწევს. ამ მომენტისთვის, ბრაზილიის მოსახლეობის 46% სრულად არის ვაქცინირებული და როგორც სტატისტიკა აჩვენებს, გავრცელების ტემპი მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

სხვა სტატიები