Belive

ბრაზილიის ნაკრებს ახალი 10-იანი ჰყავს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მილანის" შემტევი ლუკას პაკეტა მოახლოებული სანაკრებო მატჩებისათვის ბრაზილიის ნაკრების 10 ნომრიან მაისურს მოირგებს. ამ პატივს იგი ნეიმარისგან გადაიბარებს, რომელიც გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. "პენტაკამპეონები" "კოპა ამერიკისთვის" მოსამზადებელ მატჩებში პანამას და ჩეხეთს დაუპირისპირდებიან. პაკეტა სავარაუდოდ მის პირველ მატჩს დაიწყებს ძირითად შემადგენლობაში, აქამდე მას ორი მატჩი აქვს ნაკრებში გამართული და ორივეჯერ სათადარიგო სკამიდან გამოჩნდა მოედანზე.

სხვა სტატიები