Belive

ბრაზილიის ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს. ეს პატივი წილად მარჯვენა მცველს, დანი ალვეშს ერგო. აღნიშნული ინფორმაცია ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ გაავრცელა. ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ ამის შესახებ პირადად აცნობა ყოფილ კაპიტანს, ნეიმარს. კოპა ამერიკისთვის ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს შორის, დანი ალვეშს ყველაზე მეტი, 138 მატჩი აქვს ჩატარებული. ბოლოს ალვეში ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი გასული წლის მარტში, გერმანიასთან ამხანაგურ მატჩში იყო. ის მომდევნო ამხანაგურ შეხვედრებსა და კოპა ამერიკაზე საკუთარ ნაკრებს გაუძღვება. კოპა ამერიკა ბრაზილიაში 14 ივნისიდან 7 ივლისამდე გაიმართება. ბრაზილია A ჯგუფში ბოლივიასთან, ვენესუელასთან და პერუსთან ერთად ითამაშებს.

სხვა სტატიები