ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი, ჟოზე მარია მარინი სამუდამო დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
მარინს ჯარმის სახით 997 ათასი დოლარის (1 მილიონი ფრანკი) გადახდა მოუწევს.
ჟოზე მარია მარინი 4 წლიან სასჯელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიხდის. მას ბრალი კორუფციულ გარიგებაში ედება. ის საფეხბურთო მატჩებში 200 მილიონ დოლარს იღებდა.