Belive

ბრაზილიის სასამართლომ რონალდინიოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რონალდინიოს გარშემო აგორებული სკანდალი ახალ ფაზაში შედის. ბრაზილიელი ვარსკვლავი დუბაიში სპორტულ ღონისძიებას უნდა დასწრებოდა - თუმცა ბრაზილიელი სამართალდამცველები მას ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას არ აძლევენ. რონალდინიოსა და მისი ძმის წინააღმდეგ 2015 წელს დაწყებული გამოძიება კვლავ გრძელდება. ბრაზილიელი ვარსკვლავი და მისი ძმა საწარმოს აშენებდნენ, რის შედეგადაც გარემო დაბინძურდა. გარემოსათვის მიყენებული ზიანის გამო, მათ სასამართლომ 2.51 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესს რონალდინიო არ დასწრებია. სუპერვარსკვლავის აღნიშნულმა ქმედებამ ბრაზილიელი სამართალდამცველების უკმაყოფილება გამოიწვია. პროკურორის მტკიცებით, რონალდინიო ბრაზილიურ მართლმსაჯულებას არაფრად აგდებს და დასცინის. მიუხედავად იმისა, რომ რონალდინიოს სასამართლომ 2.51 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, მას თანხა არ გადაუხდია - შესაბამისად, სიტუაციის მოგვარებამდე ბრაზილიელმა სამართალდამცველებმა მას ქვეყნის დატოვება აუკრძალეს.

სხვა სტატიები