Belive

ბრძოლის კვალი - როგორ გამოიყურება აინტრახტის კაპიტნის თავის ტრავმა | PHOTO

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპა ლიგის ფინალში "აინტრახტის" კაპიტანმა სებასტიან როდემ თავის ტრავმა მიიღო. გერმანელ ფეხბურთელს ჯონ ლუნდსტრამისგან ბუცი მოხვდა, რის შემდეგაც მას მოედანზე ნაკერები დაადეს. მიუხედავად დაღვრილი სისხლისა, როდემ თამაში მაინც გააგრძელა. "რეინჯერსთან" პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ, როდემ სოციალურ ქსელში თავისი ტრავმის ფოტო გაავრცელა: "მთავარია მოიპოვო ტიტული, დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს," - წერს 31 წლის ნახევარმცველი.

 
View this post on Instagram
 

A post shared by Sebastian Rode (@rodesebastian)

გამოქვეყნებულ ფოტოში ჩანს, თუ რამდენად მძიმე იყო სებასტიანის ტრავმა. ამ დაზიანებით ფრანკფურტელთა კაპიტანმა 90-ე წუთამდე ითამაშა.

სხვა სტატიები