Belive

BREAKING | ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის შემოთავაზებას დათანხმდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" კიდევ უფრო მიუახლოვდა - ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. ცნობილია, რომ 21 წლის ქართველი ფეხბურთელი იტალიური კლუბის შემოთავაზებას დათანხმდა. უკვე შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩას ტრანსფერი "ნაპოლიში" გადაწყვეტილია. როგორც იცით, კვარაცხელიამ "რუბინთან" კონტრაქტი შეწყვიტა და "დინამო ბათუმში" გადავიდა. ხვიჩას ახლა გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, ტრანსფერიდან წილს კი "რუბინიც" მიიღებს. სავარაუდოდ, ნეაპოლელები ქართველი ვინგერის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაიხდიან.  

სხვა სტატიები