Belive

ბრიტანელმა მილიარდერმა ფრანგული კლუბი შეიძინა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფრანგულ საფეხბურთო კლუბ "ნიცას" ახალი მფლობელი ჰყავს. გავრცელებული ინფორმაციით, "ნიცა" კომპანია Ineos-მა შეიძინა, რომლის მფლობელი ბრიტანელი მილიარდერი ჯიმ რეტკლიფია. წყაროს მტკიცებით, რეტკლიფმა, რომელიც ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში მესამე ადგილზე იმყოფება "ნიცას" შესაძენად 100 მილიონი ევრო გადაიხადა. "აქ მოსასვლელად საკმაოდ გრძელი გზის გავლა მოგვიწია. არაერთ კლუბს ვაკვირდებოდით. წარსულში,  ლოზანაში რამდენიმე შეცდომა დავუშვით, თუმცა საკუთარი შეცდომები მალევე გამოვასწორეთ და უკვე ვიღებთ სარგებელს. კლუბი წარმატებული უნდა იყოს, როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა - "ნიცა" სწორედ ასეთ კლუბებს შორისაა", - აღნიშნა ჯიმ რეტკლიფმა.  

სხვა სტატიები