Belive

ბრიტანელმა საფეხბურთო მიმომხილველებმა სენსაციური კვლევის შედეგი გამოაქვეყნეს

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბრიტანელი საფეხბურთო მიმომხილველების მიერ ჩატარებული კვლევის შემდეგ, საკმაოდ საინტერესო დასკვნა გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, 16-დან 24-წლამდე ბრიტანელი მოქალაქეების 46% ერთდროულად ორ კლუბს გულშემატკივრობს. კიდევ უფრო საინტერესოა ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა 27% სამ კლუბს ქომაგობს. აღსანიშნავია, რომ 16-დან 19-წლამდე ბრიტანელების 41% ესპანეთის ლა ლიგის ორ გრანდს გულშემატკივრობს. რთული მისახვედრი არაა, თუ რომელ ორ კლუბზეა საუბარი. ბრიტანელი ახალგაზრების ფავორიტთა შორის მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" მოხვდნენ.

გასაკვირი არაა, რომ ესპანური გრანდებისადმი ინტერესი მათ ლეო მესიმ და კრიშტიანო რონალდუმ გაუჩინეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ფანები ამა თუ იმ კლუბს კონკრეტული ვარსკვლავის გამო გულშემატკივრობენ. მაგალითისათვის, კრიშტიანო რონალდუს "იუვენტუსში" გადასვლიდან 24 საათის განმავლობაში, "რეალმა", Twitter-ზე 1 მილიონზე მეტი გამომწერი დაკარგა.

სხვა სტატიები