Belive

ბრიტანეთის მთავრობა გარიგების ჩაშლაში მონაწილეობას უარყოფს - რა ბედი ელის ნიუკასლს?

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უარყო ნებისმიერი სახის მონაწილეობა "ნიუკასლ იუნაიტედის" საკონტროლო პაკეტის წარუმატებელ გაყიდვაში. Sky Sports-ი Daily Mail– ზე დაყრდნობით წერს, რომ საუდის არაბეთის მეფისნაცვალმა მუჰამედ ბინ სალმანმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს მოუწოდა, რომ 2020 წლის ზაფხულში ჩარეულიყო გარიგების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მას შემდეგ, რაც ინგლისის პრემიერ ლიგის ხელმძღვანელობამ არაბული შესყიდვის ვარიანტი არ მოიწონა. ამავე დროს, ბენ სალმანი არის საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის თავმჯდომარე, რომელიც მთავარი პარტნიორია იმ ჯგუფისა, რომელიც "ნიუკასლ იუნაიტედის" შეძენას აპირებდა. წყარო ირწმუნება, რომ 2020 წლის ივნისიდან მთავრობის დონეზე ჩატარდა მრავალი დახურული შეხვედრა, რომელზეც ხელისუფლების წარმომადგენლები აფრთხილებდნენ პრემიერ ლიგის ხელმძღვანელობას, რომ საუდის არაბეთთან ურთიერთობები დაზიანდებოდა, თუკი შესყიდვა ვერ განხორციელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო გარიგების შესახებ პრემიერ ლიგის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს მართავდა, მთავრობა რაიმე სახის მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში უარყოფს.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივესალმებით საზღვარგარეთიდან ინვესტიციების შემოსვლას, ეს იყო დაინტერესებული მხარეების კომერციული საკითხი და მთავრობა არავითარ შემთხვევაში არ მიიღებდა მონაწილეობას "ნიუკასლ იუნაიტედის" საკითხზე მოლაპარაკებებში", - თქვა გაერთიანებული სამეფოს კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ინგლისის პრემიერ ლიგის ხელმძღვანელობამ დაბლოკა გარიგება კლუბის გაყიდვის შესახებ, თუმცა "ნიუკასლ იუნაიტედმა" წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ ინვესტორები საუდის არაბეთის მთავრობისგან დამოუკიდებლები არიან.

სხვა სტატიები