Belive

ბრიტანეთის მთავრობამ რონალდუსთვის კარანტინის გაუქმებაზე უარი თქვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ახალწვეულს, კრიშტიანუ რონალდუს, ინგლისში ჩაფრენის შემდეგ, 5-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს. გუნდმა ბრიტანეთის მთავრობას გამონაკლისის დაშვების თხოვნით მიმართა, თუმცა პასუხად უარი მიიღო. პორტუგალიელი მანჩესტერში დღეს ჩაფრინდა, ფეხბურთელს აეროპორტში ,,იუნაიტედის'' ყოფილი ნახევარმცველი, დარენ ფლეტჩერი დახვდა, რომელიც ახლა კლუბის ტექნიკური დირექტორა. ,,მანჩესტერ იუნაიტედმა” რონალდუს ტრანსფერი 27 აგვისტოს დააანონსა. კრიშტიანუმ ბოლო სამი წელი ,,იუვენტუსში” გაატარა. 36 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ტურინული გუნდის მაისურით ჩატარებულ 44 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. ,,იუნაიტედს'' პორტუგალიელი ვარსკვლავის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რაც მომავალი 5 წლის განმავლობაში უნდა დაიფაროს. გარდა ამისა, კონტრაქტი ბონუსების სახით თანხის 8 მილიონი ევროთი გაზრდას ითვალისწინებს.

სხვა სტატიები