Belive

ბრიტანეთის პრემიერის თქმით, მას ლივერპულის დონის ქამბექი ექნება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპული" - "ბარსელონას" საოცარი დაპირისპირების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საინტერესო ფაქტი მოხდა - დებატებისას ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, ჯერემი კორბინმა, ბრიტანეთის პრემიერს შემდეგი წინადადებით მიმართა: "ლივერპულის მიერ ნათამაშები საოცარი თამაშის შემდეგ, იქნებ პრემიერმა რჩევა იურგენ კლოპს ჰკითხოს, თუ როგორ მივაღწიოთ ევროპაში კარგ შედეგს," აღნიშნა კორბინმა. კორბინის სიტყვები ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ხანგრძლივ მოლაპარაკებას ეფუძნებოდა -2016 წელს დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირისგან გამოყოფასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩაატარა და მოსახლეობის მცირე უმრავლესობამ (51.89%) ევროკავშირისგან გამოყოფას (BREXIT) დაუჭირა მხარი. თუმცა აღნიშნული პოლიტიკური პროცესი იმაზე გაცილებით რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან იყო ნავარაუდევი. თავის მხრივ, კორბინის სიტყვებს ბრიტანეთის პრემიერმა, ტერეზა მეიმ ასე უპასუხა: "ლივერპულისა და ბარსელონას შორის დაპირისპირებას ასე უნდა განვიხილოთ: როდესაც ზოგიერთის აზრით, ყველა შანსი დაკარგულია, ევროპარლამენტარები ჩვენს წინააღმდეგ არიან განწყობილები, დამარცხების აღიარებაა საჭირო და ასე შემდეგ, რეალურად ჩვენ კვლავ შეგვიძლია გამარჯვების მოპოვება," განაცხადა ტერეზა მეიმ.

სხვა სტატიები