Belive

ბრიტანული მედია: პოგბა მანჩესტერიდან წასვლაზე ალაპარაკდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Manchester Evening News-ის თანახმად, პოლ პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლა გადაწყვეტილი აქვს - გამოცემის თანახმად, აღნიშნულთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია გუნდში მომუშავე პერსონალისგან მიიღეს. როგორც ცნობილია, "წითელი ეშმაკების" რიგებში გამოსვლა ფრანგს აღარ სურს და ამ თემაზე იგი თავის თანაგუნდელებსაც ესაუბრა. პოგბას წასვლა შესაძლოა "მანჩესტერისთვის" სარგებლიანიც გამოდგეს. მისი სატრანსფერო ღირებულება €100 მილიონს შეადგენს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ გუნდის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი, ედ ვუდვორდი ფრანგ სუპერვარსკვლავს ამ ფასად არ შეელევა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, გუნდის ხელმძღვანელობამ პოგბა €200 მილიონად შეაფასა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ უკანასკნელ წლებში გუნდის წარუმატებელ შედეგებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგები სწორედ ვუდვორდს უკავშირებენ, რომელმაც "წითელ ეშმაკებს" დიდი ფინანსური სარგებელი მოუტანა, თუმცა სპორტული თვალსაზრისით, გუნდი კრიზისში იმყოფება. გასულ კვირას, ფანებმა ვუდვორდის სახლის მიმართულებით მაშხალები და კვამლის გამშვები ყუმბარები ისროლეს. პოლ პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი კიდევ 18 თვის განმავლობაში აკავშირებს. ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში, ვრცელდებოდა ხმები, რომ ფრანგი "რეალში" გადასვლასთან ახლოს იყო - ზიდანი პოგბას დიდი გულშემატკივარია და "რეალის" მომავალს სწორედ მას უკავშირებს.    

სხვა სტატიები