Belive

ბროზოვიჩს მართვის მოწმობა ჩამოართვეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"კორიერე დელა სერა-ზე" დაყრდნობით, ვიგებთ, რომ "ინტერისა" და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველს, მარსელო ბროზოვიჩს მართვის მოწმობა ჩამოართვეს. მიზეზი საჭესთან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ჯდომა გახლავთ. პოლიციამ ბროზოვიჩი შაბათს დღის პირველ საათზე მას შემდეგ გააჩერა, როდესაც ხორვატმა თავისი "როლს როისით" წითელ ფერზე გაიარა. შემოწმების შედეგად, ტესტმა დაადგინა, რომ მარსელო ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სამართალდამცავმა არ გაითვალისწინა ფეხბურთელის პოპულარობა და მართვის მოწმობა მაინც ჩამოართვა. ჯერჯერობით უცნობია რა რეაქცია ჰქონდა ამ ყველაფერზე ანტონიო კონტეს და შეიყვანს თუ არა ხორვატს "ტორინოს" წინააღმდეგ განაცხადში. შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 35 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები