Belive

"ბრწყინვალე დრიბლინგით გამოირჩევა" - ნაპოლის ვარსკვლავები კვარაცხელიას შესახებ

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების ლიდერმა - ხვიჩა კვარაცხელიამ, “ნაპოლის” მაისურით 2022/23 წლების სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, 6 ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (საერთო ჯამში 227 წუთი), 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ, "ნაპოლის" გამორჩეულმა ფეხბურთელებმა ისაუბრეს. ჯოვანი დი ლორენცო და სტანისლავ ლობოტკა, კვარას დრიბლინგით აღფრთოვანებული არიან და აღნიშნავენ, რომ მისი სახით "ნაპოლიმ" ბრწყინვალე ტრანსფერი განახორციელა.
294874297_577985010463041_4446984034441081790_n

ჯოვანი დი ლორენცო: "ჩვენ რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი დავკარგეთ, რომელთაც "ნაპოლის" ისტორია დაწერეს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ტრანსფერი განხორციელდა - ახალწვეულები ამ დანაკლისის შევსებას შეძლებენ. კვარა სპალეტის სისტემას მარტივად მოერგო. დარწმუნებული ვარ ჩვენს ფანებს მალევე შეაყვარებს თავს. არ დაგვავიწყდეს ლოზანო და პოლიტანო, რომლებიც მარჯვენა ფლანგიდან შეუტევენ და ცალკე აღნიშვნის ღირსია ოსიმენი. ის წარმოუდგენლად ძლიერი შემტევია. ვფიქრობ, ძალიან კარგი გუნდი გვყავს". სტანისლავ ლობოტკა: "გუნდში ახლადმოსულმა ფეხბურთელებმა ჩემზე შთაბეჭდილება მალევე მოახდინეს. ტაქტიკური და ტექნიკური თვალსაზრისით, ახალწვეულებმა მეტი მრავალფეროვნება მოგვცეს. კვარაცხელიამ ბრწყინვალე დრიბლინგით გამაოცა. გარკვეულწილად ინსინიეს ვამსგავსებ, თუმცა, მათ შორის დიდი სხვაობაა. დარწმუნებული ვარ, ამ სეზონში გუნდს ძალიან დაეხმარება".

სხვა სტატიები