Belive

ბრწყინვალე ჰეთ-თრიკი და მესის მორიგი ფენომენალური რეკორდი

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, არგენტინა ბოლივიას დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. არგენტინელთა მხრიდან სამივე გოლის ავტორი ლეო მესი გახდა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ბრწყინვალე ჰეთ-თრიკი შეასრულა და მორიგი ფენომენალური რეკორდი დაამყარა. ბოლივიის წინააღმდეგ გაფორმებული ჰეთ-თრიკის შემდეგ, ლეო მესის 79 გატანილი გოლი დაუგროვდა და ბრაზილიელ ლეგენდას გადაასწრო. პელეს რეკორდის დამხობის შემდეგ, ლეო მესი სამხრეთ ამერიკის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი გახდა.


Untitled

სხვა სტატიები