Belive

ბრუნო ფერნანდეში ავტოავარიაში მოყვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, ბრუნო ფერნანდეში ავარიაში მოყვა. ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელი ფეხბურთელი სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა, ისევე, როგორც ამ იცნიდენტის ყველა სხვა მონაწილე. ასევე ვრცელდება ცნობა იმის შესახებ, რომ 27 წლის ფეხბურთელს საწვრთნელ პროცესში ხელი არ შეეშლება და 18 აპრილს გასამართ ვარჯიშში მონაწილეობის მიღებას შეძლებს. დამატებით დეტალები მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ვრცელდება. ფერნანდეშს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი და 14 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

სხვა სტატიები