Belive

ბრუნო ფერნანდეში: "კანტონამდე ბევრი მიკლია"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს ევროპის ლიგის ნახევარფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" "სევილიას" დაუპირისპირდება. "ეშმაკების" ახალწვეულმა ბრუნო ფერნანდეშმა მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. "BBC სპორტის" ჟურნალისტმა იგი ერიკ კანტონას შეადარა, რაზეც პორტუგალიელმა განაცხადა, რომ ერიკამდე მას ბევრი უკლია. "კანტონა კლუბისთვის საოცარი ფეხბურთელი იყო. მე ბევრად მეტი უნდა გავაკეთო, რომ მას დავემგვანო, ბედნიერი ვარ იმით, რასაც გუნდისთვის ვაკეთებ, მაგრამ საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ. მწვრთნელმა მითხრა, რომ "იუნაიტედში" მოსვლა ნიშნავს ტიტულების მოგებას. მე მოვედი აქ იმისთვის, რომ ჩემი წვლილი შევიტანო ტიტულების მოგებაში. ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ევროპის ლიგას მოვიგებთ."

სხვა სტატიები