Belive

ბრუნო ფერნანდეში: "ოცნება ამიხდა, საუკეთესო გუნდში გადმოვედი" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა ბრუნო ფერნანდეშმა, რომელიც ლონდონის "ჩელსისთან" 2:0 მოგებულ შეხვედრაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, თავისი კარიერის ახალი ნაბიჯის შესახებ ისაუბრა. "თავს შესანიშნავად ვგრძნობ, დაძაბული და რთული შეხვედრა მოვიგეთ. გუნდმა ხასიათი გამოავლინა და ახლა წარმატებული სერიის გაგრძელება გვსურს. ბურთის ფლობის კომპონენტში გაუმჯობესება გვჭირდება, მაგრამ მთავარია, რომ ეს მატჩი მოვიგეთ. აღფრთოვანებული ვარ, რომ ოცნება ამიხდა და ინგლისის საუკეთესო გუნდში გადმოვედი",-თქვა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა. "ჩელსისთან" 2:0 მოგებულ შეხვედრაში ფერნანდეშმა ახალ გუნდში პირველი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

სხვა სტატიები