ბრუნო ფერნანდეშმა ახსნა, თუ რატომ დაუთმო რაშფორდს პენალტის შესრულების უფლება

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში, “მანჩესტერ იუნაიტედმა” თურქული “ბასაქშეჰირი” – 4:1 დაამარცხა და პლეი-ოფს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, “წითელი ეშმაკების” ერთ-ერთმა ლიდერმა ბრუნო ფერნანდეშმა ახსნა, თუ რატომ დაუთმო მარკუს რაშფორდს პენალტის შესრულების უფლება და თავად ჰეთ-თრიკის გაფორმებაზე უარი თქვა.

რა თქმა უნდა, ყველას სურს ჰეთ-თრიკის შესრულება, მაგრამ პრემიერლიგაში “ვესტ ბრომის” წინააღმდეგ თამაშის შემდეგ რაშის ვუთხარი, რომ შემდეგს ის შეასრულებდა. ეს მახსოვდა და ასევე იმიტომ, რომ ის ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. ვფიქრობ, მისთვის მნიშვნელოვანი იქნება ამ კომპონენტში წინსვლა და თავდაჯერება. 

ხშირად ვამბობ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ ასრულებს პენალტს, მთავარია, ის, რომ გუნდმა გოლი გაიტანოს. როცა გუნდს გააქვს, მეც გამაქვს და ბედნიერი ვარ”, – თქვა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა.
რაშფორდს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 5 გოლი აქვს გატანილი და საუკეთესო ბომბარდირ ერლინგ ჰოლანდ ერთით ჩამორჩება.

ბრუნო ფერნანდეშის აქტივში ამ სეზონში ყველა ტურნირზე გატანილი 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა, რა შედეგითაც გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

(85)

ბრუნო ფერნანდეშმა ახსნა, თუ რატომ დაუთმო რაშფორდს პენალტის შესრულების უფლება

სტატიის ავტორი
-