Belive

ბრუნო ფერნანდეშმა მაკედონიელი ფეხბურთელი საქართველოსთან მატჩის წინ გაამხნევა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა სტეფან რისტოვსკიმ, საქართველოსთან გასამართი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ, თავისი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის მიერ შექმნილი სამოტივაციო ვიდეო Instagram-ის პირად გვერდზე განათავსა. მოგვიანებით, სოციალურ ქსელში ჩვენთვის კარგად ნაცნობ ფეხბურთელს, რომელმაც თბილისურ მატჩში (1:1) გოლიც გაგვიტანა, "მანჩესტერ იუნაიტედის" და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავმა ბრუნო ფერნანდეშმა კომენტარი დაუწერა და ისტორიულ შეხვედრაში წარმატება უსურვა. "გგულშემატკივრობ და ეს შენ იცი", - წერს "წითელი ეშმაკების" ნახევარმცველი.

ბრუნო ფერნანდეში და სტეფან რისტოვსკი ერთად ლისაბონის "სპორტინგში" 2017-20 წლებში თამაშობდნენ და ორჯერ ლიგის თასი, ერთხელ კი პორტუგალიის თასი მოიგეს.
 
View this post on Instagram
 

#zaedno#do#kraj 🇲🇰

A post shared by Stefan Ristovski (@stefan_ristovski_13) on

სხვა სტატიები