Belive

ბუდუ ზივზივაძე კლუბს იცვლის და ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი ხდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე კლუბს იცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს. უდიდესი ალბათობით, ქართველი თავდამსხმელი უნგრეთის ჩემპიონატის ბინადარ "უიპეშტს" ამავე ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბიდან, "ფეჰერვარიდან" იჯარის წესით შეუერთდება და იქ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს. ბუდუ ზივზივაძეს "უიპეშტში" ეროვნული გუნდის კიდევ ერთი შემტევი, გიორგი ბერიძე დახვდება, რომელიც კლუბში უკვე მესამე სეზონს ატარებს. 24 წლის მარცხენაფლანგელ ფეხბურთელს აქ 80 შეხვედრაში 30 გოლი აქვს გატანილი და 13 საგოლე გადაცემა გაკეთებული და თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერად მიიჩნევა. ​რაც შეეხება 27 წლის ფორვარდს, იგი "ფეჰერვარში" მეორე სეზონს ატარებს, თუმცა განსხვავებით წინა წლისგან, ამჟამად მას გუნდში საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევა და თავდასხმის ხაზში არსებული კონკურენციის გამო, 2021/22 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 15 მატჩში 2 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. "უიპეშტი", რომელიც უნგრეთის თასის მოქმედი გამარჯვებულია, ჩემპიონატში 19 ჩატარებული ტურის შემდეგ დაგროვებული 17 ქულით ბოლოსწინა, მე-11 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონაში იმყოფება.  

სხვა სტატიები