Belive

ბუდუ ზივზივაძე: "პირველ მატჩში გამარჯვება თავდაჯერებისთვის მნიშვნელოვანია"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის გათამაშებას საქართველოს ნაკრები გიბრალტარის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ “დინამო არენაზე” 2 ივნისს ჩასატარებელი შეხვედრით დაიწყებს. მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ კომენტარი გააკეთა.
"ოთხი თამაში გვაქვს 10 დღეში და მნიშვნელოვანი იქნება, რომ ფიზიკურად კარგ ფორმაში ვიყოთ. ერთა ლიგის ახალ სეზონს გიბრალტართან მატჩით ვიწყებთ და გვმართებს, რომ გავიმარჯვოთ. ეს თავდაჯერებისთვის კარგი იქნება და მომდევნო თამაშებშიც დაგვეხმარება", - თქვა ბუდუ ზივზივაძემ.
მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები