Belive

ბულგარეთი Vs. საქართველო | სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს, 20:30 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას ბულგარეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ვასილი ლევსკის სახელობის სტადიონზე გასამართ მატჩამდე ორიოდე საათით ადრე, ჩვენი ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ცნობილია. ვილი სანიოლის გუნდის ძირითად შემადგენლობა დღევანდელი მატჩისთვის ასე გამოიყურება: გიორგი მამარდაშვილი; საბა ხვადაგიანი; დავით ხოჭოლავა; ლუკა ლოჩოშვილი; ოთარ კაკაბაძე (კ); სანდრო ალთუნაშვილი; მურთაზ დაუშვილი; გურამ გიორბელიძე; გიორგი წიტაიშვილი; გიორგი ჩაკვეტაძე; გიორგი მიქაუტაძე.

განსხვავებით 2 და 5 სექტემბერს გამართული შეხვედრების ძირითადი შემადგელობებისაგან, ამჯერად სასტარტო თერთმეტეულში თამაშს იწყებს გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებით ელოდა. სადებიუტო შეხვედრას გამართავს, ლა ლიგაში ბრწყინვალედ მოასპარეზე ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილიც.

სხვა სტატიები