Belive

ბულგარეთის ნაკრების კაპიტანი: "ეს იყო ეროვნული ნაკრების სირცხვილი..."

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბულგარეთის ეროვნული ნაკრების 33 წლის კაპიტანმა - ნიკოლაი მიხაილოვმა, საქართველოსთან 2:5 განადგურების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"მაკედონიასთან დაბალი დონის ფეხბურთი ვითამაშეთ, თუმცა ერთი ქულა მაინც ავიღეთ. გუშინ კი ფეხბურთი საერთოდ არ გვითამაშია, იმას, რაც ჩვენ გუშინ სტადიონზე გავაკეთეთ სახელს ვერ დავარქმევ. ჩვენი მოთამაშეებისგან იგრძნობოდა შიში და ძალიან დიდი დაძაბულობა. ისიც აშკარაა, რომ დაცვაში თამაში არ შეგვიძლია. მთელი სეზონის განმავლობაში კლუბში ამდენი გოლი არ გამიშვია და აქ ერთ მატჩში 5 გოლი გამიტანეს. ეს იყო ეროვნული ნაკრების დიდი სირცხვილი.  ახალგაზრდა ფეხბურთელებმა თამაში საკუთარ თავზე უნდა აიღონ, თორემ სხვანაირად წინსვლის მაგივრად უფრო და უფრო უკან მივდივართ. იდეალური პირობები გვაქვს შექმნილი, თუმცა დიდი არეულობაა ნაკრებში. უნდა ვეძიოთ პრობლემებს, სად რა და როგორ ხდება, სად ვუშვებთ ისეთ შეცდომას, რასაც შემდეგ ასეთ შედეგამდე მივყავართ. აუცილებლად სათქმელია, რომ პრობლემა ჩვენს ფეხბურთელებშია.  ჩვენი პრობლემა ის არის, რომ თავიდანვე, პირველივე წუთებიდანვე ბევრ შეცდომას ვუშვებთ, რასაც საბოლოოდ სავალალო შედეგებამდე მივყავართ. ამ მარცხს დავივიწყებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახლო მომავალში რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.  ჩვენ უნდა მოვბილიზდეთ და მოვიკრიბოთ ყველანაირი ძალა იმისთვის, რომ მომავალი 2 თამაში ძალიან მაგრად ვითამაშოთ. ამაზე პასუხისმგებლობა თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა ავიღოთ..." 
ბულგარეთის ეროვნული ნაკრები, შემდეგ მატჩს, გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 9 ივნისს, 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები