Belive

ბულგარეთის ნაკრების კაპიტნის ღირსეული საქციელი და მარკუს რეშფორდის გამოხმაურება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბულგარეთი ინგლისის დაპირისპირების დროს, ბულგარელმა გულშემატკივრებმა რასისტული შეძახილებით გამოიჩინეს თავი. ინგლისელი ფეხბურთელების მიმართ რასისტული შეძახილების მიუხედავად, სტუმრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და ბულგარეთს საკუთარ მოედანზე 6 უპასუხო გოლი გაუტანეს. მატჩის პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, ბულგარეთის ნაკრების კაპიტანი, იველინ პოპოვი ფანების ტრიბუნას მიუახლოვდა და მათი დამშვიდება სცადა. პოპოვის ღირსეულ საქციელს მოგვიანებით მარკუს რეშფორდი გამოეხმაურა.

"გავიგე რაც ბულგარეთის ნაკრების კაპიტანმა შესვენების დროს გააკეთა. უდიდესი სიმამაცე სჭირდება, რომ მარტო მიხვიდე ფანებთან და ასეთი ღირსეული საქციელი ჩაიდინო. პოპოვის ღირსეული საქციელი უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს", - აღნიშნა მარკუს რეშფორდმა.

სხვა სტატიები