Belive

ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი: "არ მახსოვს, ბოლოს 4 გოლი როდის გავიტანეთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელმა იასენ პეტროვმა საქართველოსთან მოგებული (4:1) მატჩის შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა.
"როგორ ნახეთ, სასტარტო შემადგენლობაში 9 ახალი ფეხბურთელი იყო. მათ საკმაოდ მაღალ დონეზე, ეფექტურად ითამაშეს. ამის გამო მინდა, რომ ისინი შევაქო. არ მახსოვს, ბოლოს ერთ მატჩში 4 გოლი როდის გავიტანეთ. ბულგარეთში ხშირად ამბობენ, რომ საქართველო ცუდი გუნდია, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩემთვის, სანიოლის გუნდმა კარგად ითამაშა, საგოლე მომენტები მათაც ჰქონდათ. არ მომეწონა, რომ ბოლოს გოლის გატანა მოახერხეს," - თქვა პეტროვმა.

სხვა სტატიები