Belive

ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბულგარეთის ეროვნული ნაკრების 53 წლის მთავარმა მწვრთნელმა - იასენ პეტროვმა, საქართველოს ნაკრებთან განადგურებლად დამარცხების შემდეგ, მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამის შესახებ პეტროვმა მატჩის შემდგომ პრესკონფერანციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც 53 წლის ბულგარელი მწვრთნელი ამბობს, მან ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და არავისთან ამ ფაქტის შესახებ არ უსაუბრია. წასვლის მიზეზად წარუმატებლობა დაასახელა, სადაც განაცხადა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.
"ახლა რთული პერიოდი გვაქვს. გასახდელში შევალ და ყველას დაველაპარაკები. მინდა, ბიჭებს დავემშვიდობო და გავამხნევო ისინი. ნაკრებისთვის თამაში ბევრ რამეს ნიშნავს, ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. ეს ყველაფერი ჩემი ბრალი იყო და ვიმეორებ: პასუხისმგებლობას ვიღებ" 
იასენ პეტროვი, ბულგარეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2021 წელს დაინიშნა, მას შემდეგ მან 17 მატჩი ჩაატარა, საიდანაც მისი გუნდი 9-ჯერ დაამარცხეს, 5-ჯერ ფრე ითამაშა და მხოლოდ 3-ჯერ გაიმარჯვა.

სხვა სტატიები